პროექტის სახელწოდე ბა
გამოხმაურება საქართველოს პატრიარქის გამოწვევაზე
პროექტის მთავარი იდეა
მოსწავლეები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ საქარათველოს პატ–
რიარქის გამოწვევის „ თითოეულმა ადამიანმა წელიწადში დარგოს
12 ხე“ განხორციელებაში.
პროექტის აქტუალობა
გლობალურ – ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრის ხელშეწყობა.
პროექტის მიზნები
* მოსწავლეთა ინფორმირება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ;
* მოსწავლეთა ჩართულობა თემის დონეზე აღნიშნული ინფორმაციის
გავრცელებისა და მობილიზაციასთან დაკავშირებით – შეხვედრები
თემის უფროსი თაობის წარმომადგენლებთან, იდეის გასავრცელე–
ბელი ბუკლეტების დარიგება მოსახლეობაში, მოხალისე ჯგუფების
შექმნა, ინტერვიუები სკოლის დირექტორთან, მუნიციპალიტეტისა
და სანერგე მეურნეობის წ არმომადგენლებთან თამშრომლობითი
ურთიერთობებისათვის ( გასამწვანებელი ტერიტორიების განსაზ–
ვრა, დასარგავი ნერგებისა და სამუშაო იარაღების შეძენა, ტრანს –
პორტით უზრუნვეყოფა;
მონაწილეთა ასაკი
14 – 15 წელი – VIII – IX კლასები;
პროექტის ვადები/ ხანგრძლივობა – 1 თვე ;
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები ,რაც შეიძლება შეიქმნას
· ქვეყნის მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტის ხელშემწყობ ღონისძიებაში აქტიური პოზიციის დაკავება;
· გამწვანებული ტერიტორიები;
· შექმნილი ვიდეო,ფოტო,ნაბეჭდი დოკუმენტური მასალები.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები
· ადამიანური რესურსი;
· ტრანსპორტი;
· ხეების ნერგები;
· სამუშაო იარაღები;
· ხელთათმნები;
· ვიდეოკამერა,ფოტოაპარატი,კომპიუტერი;
· დღიურის წიგნაკები, კალმები;
პროექტის მსვლელობა
აქტ .1 მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის იდეის გაცნობა;
აქტ.2 ორგანიზაციული საკითხები : * ჯგუფების შექმნა;
* ფუნქციების განაწილება ;
* კონკრეტული დავალებების განსაზღვრა;
აქტ.3 თითოეული ჯგუფი იწყებს დავალების შესრულებას;
აქტ.4 პრეზენტაციები;
აქტ.5 პრეზენტაციებისა და განხორციელებული სამუშაოების ამსახ-
ველი მასალების გამოქვეყნება- გაცნობა;
საგნებთან , ეროვნულ სასწავლო გეგასთან კავშირი
მოსწავლეები შეძლებენ : ა) გასცდნენ გაკვეთილის ჩარჩოებს,
გაკვეთილებზე მიღებული უნარ-ჩვევების რეალი-
ზება მოახდინონ უფრო გრძელვადიან სასწავლო
საქმიანობაში, ცხობრებისეული პრობლემების გდაჭ-
რასთან დაკავშირებულ აქტივობებში;
ბ) მოქალაქეობრივი სრულყოფის მიზნით ჩამოიყალიბონ
საკუთარი პოზიციები კონკრეტულ პიროვნებებთან თუ
საზოგადოებრივ , სოციალურ ჯგუფებთან ურთიერთობაში.
პროექტის ხელმძღვანელი : დონარი ზედგინიძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა : dodo.zedginidze@gmail.com
No comments:
Post a Comment